თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საკუთარი პროფესიული მომზადების მაღალი დონე - ოთხი სტუდენტი მხოლოდ ბაკალავრიატის დიპლომით, მაგისტრის ხარისხის გარეშე, ჩაირიცხა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტების სადოქტორო პროგრამებზე:
• ქეთევან მაღრაძე - ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა კალიფორნიის უნივერსიტეტი, ლოს-ანჯელესი;
• თინათინ ანდღულაძე - ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა ნოტრ-დამის უნივერსიტეტი;
• ნინო კოხრეიძე - ეკონომეტრიკისა და რაოდენობრივი ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა ბინგჰემტონის უნივერსიტეტი;
• ანა ტერაშვილი - ეკონომიკის სადოქტორო პროგრამა მადრიდის კარლოს III-ის უნივერსიტეტი.
ასეთი იშვიათი პრეცედენტი სწორედ თსუ ISET-ის საერთაშორისო ცნობადობისა და მაღალი ავტორიტეტის დამსახურებით შეიქმნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის განსაკუთრებულ როლს მსოფლიო აკადემიურ სივრცეში.